10:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 18:12:45, 1220 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი - უკრაინის დამარცხებამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს

რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის დამარცხებამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

როგორც მორავეცკიმ ბერლინში ვიზიტისას აღნიშნა, სწორედ ამიტომ, დასავლეთმა უკრაინას უნდა მისცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.

"დასავლეთ ევროპას სჯეროდა, რომ რუსული დათვის მოთვინიერება შეიძლებოდა... უკრაინის დამარცხება შეიძლება იყოს მესამე მსოფლიო ომის პრელუდია, ამიტომ არ არსებობს საფუძველი, რომ დაიბლოკოს კიევის მხარდაჭერა და გადავდოთ იგი განუსაზღვრელი ვადით", - ამბობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.

მორავეცკი გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინას "ყველა სახის" იარაღი მიაწოდოს.

„რუსეთთან ურთიერთობა ეშმაკთან შეთანხმებას ჰგავს. ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულება ყელზე შემოჭერილ ყულფს ჰგავს. ის, რაც დასავლეთისთვის მხოლოდ წარუმატებელი ბიზნესინტერესები იყო, უკრაინისა და პოლონეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა", - განაცხადა მორავეცკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics