11:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 09:47:47, 1532 ნახვა

ომი უკრაინაში
დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

რეზნიჩენკოს თქმით, სამაშველო ოპერაცია უკვე 40 საათია მიმდინარეობს, ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ რამდენიმე ცხედარი ამოიყვანეს.

„ამჟამად მტრის თავდასხმას საცხოვრებელი კორპუსის 35 მაცხოვრებლი ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია 75. დაჭრილებს შორის 14 ბავშვია. კორპუსის 35 მაცხოვრებლის ბედი ამჟამად უცნობია. ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა გრძელდება“,- განაცხადა რეზნიჩენკომ.

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. 

ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics