10:13 - 27 Jun, 2026
|
2023-01-15 13:01:47, 1427 ნახვა
მსოფლიო
ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 72 ადამიანი, მათ შორის 4 რუსეთის მოქალაქე
ნეპალში კატმანდუდან პოხარას მიმართულებით მიმავალი ATR 72 სამგზავრო თვითმფრინავი პოხარას საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვარდა. ამის შესახებ The Kathmandu Post-ი Yeti Airlines-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავში 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის 15 უცხოელია: ხუთი ინდოეთიდან, ოთხი რუსეთიდან, ორი სამხრეთ კორეიდან, ასევე თითო მგზავრი ირლანდიიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან და საფრანგეთიდან. ბორტზე ასევე 53 ნეპალელი იმყოფებოდა. ნეპალში რუსეთის საელჩომ დაადასტურა, რომ თვითმფრინავში ოთხი რუსი იმყოფებოდა. ავარიის ადგილის ვიდეოები სოციალურ ქსელში ქვეყნდება.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)