|
2023-01-14 11:54:04, 1282 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორებმა აშშ-ში საბაზისო მომზადების კურსი წარმატებით დაასრულეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებმა - ნინო ქარცხიამ და ირაკლი ცაგურიამ აშშ-ის ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიის 14-კვირიანი საბაზისო მომზადების კურსი წარმატებით დაასრულეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, კურსის დახურვისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მიწვეული იყო საქართველოს შსს-ს აკადემიის დელეგაცია, რექტორის - ივანე პაპიაშვილის ხელმძღვანელობით. "აღნიშნული კურსი საქართველოს შსს-ს აკადემიასა და აშშ-ის ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიას შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსთან (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, პირველად განხორციელდა. ქართველი ინსტრუქტორები აშშ-ში მიღებულ ცოდნას შსს-ს აკადემიაში არსებული სასწავლო პროცესის მოდერნიზაციისთვის გამოიყენებენ. კურსის დახურვის ცერემონიის პარალელურად, ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაცია ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიისა და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას გაეცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს პოლიციელთა განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)