03:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 10:27:33, 1458 ნახვა

პოლიტიკა
DRI - „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია. 

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკომისიის მე-8 რეკომენდაცია ხაზგასმით მოითხოვს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემას, თუმცა მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ "ქართული ოცნების" გეგმაში არაფერია მითითებული. 

"ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის მე-8 რეკომენდაცია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას და ძალადობის ფაქტებზე ეფექტიან რეაგირებას ითხოვს. ევროკომისია მე-8 რეკომენდაციაში არაორაზროვნად უთითებს მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია ევროკომისიამ 2022 წლის 7 სექტემბერს კიდევ ერთხელ დააზუსტა, როდესაც ხაზგასმით მოითხოვა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა.

მიუხედავად ამისა, გეგმაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოადგინა, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ არაფერია მითითებული. გეგმა მხოლოდ „ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ვალდებულებით შემოიფარგლება, რაც ავიწროებს ევროკომისიის რეკომენდაციას და სრულად არ შეესაბამება მის სულისკვეთებასა და შინაარსს.

მმართველი პარტიის მიერ საკუთარი გეგმის შესრულების პროგრესის განსასაზღვრად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტს მიმართა. პასუხად გეგმის შესასრულებლად „აქტიურად მუშაობის“ დასტური და „ახლო მომავალში“ უფრო  კონკრეტული  ინფორმაციის  მიღების დაპირება მივიღეთ. ამ დრომდე ღია წყაროებში არ იძებნება ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია.

შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია",- ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics