|
2023-01-04 21:00:57, 2089 ნახვა
სამართალი
რუსთავი2-ს ცნობით, ვანო მერაბიშვილს გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძე თავს დაესხა
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ორ იანვარს, ვაკეში ერთ-ერთ აფთიაქთან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგაშა შარაშიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რუსთავი 2-ის ცნობით, მედია შარაშიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარი დაადასტურა და თქვა, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის. "დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას." - თქვა გიგიშა შარაშიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას. მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის, გიგიშა შარაშიძის მეგობარი აკა ჯიჯიხია, სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით წერს და დეტალებზე საუბრობს. "ორი დღეა ფეისბუკში და ტელევიზიებში მთავარი კითხვაა, მართლა ცემეს თუ არა სისხლისმსმელი რეჟიმის მთავარი საყრდენი, უძლეველი და უშიშარი მერაბიშვილი. მესამე დღეა არის მოლოდინი, რომ გამოვა და ან დაადასტურებს, ან უარყოფს, ან რა ვიცი, რამეს იზამს, თუმცა როგორც ჩანს თავისიანებსაც უმალავს ამიტომ გადაწყვიტა გიგიშამ ისევ თავად ეთქვა: საინტერესო ის არის, რომ მასეთი შეშინებული და ჩასვრილი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავსო - ეს იყო მისი პირველი რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელი სერიოზულად დაიზიანა ცოტა ხნის წინ (ერთი დღემდე შეხვეული და ნაგიბსარი აქვს) და წესიერად ვერც მოარტყა, დაფეთებული და აფთიაქიდან უკანმოუხედავად გაქცეული მერაბიშვილისთვის უკანალში წიხლის მიყოლება მაინც შეძლო. იმანაც კარგად რომ გაასწრო სირბილით, მერე გაბედა უკან მიხედვა. უკანალში მიყოლებულმა წიხლმაც ვერ შეურხია თავმოყვარეობა გიგიშაც ორი დღეა იმაზე ლაპარაკობს, რომ არავისგან არ ითხოვს არც შეწყალებას, არც პატიებას. თუ დანაშაულია, მზად ვარ პასუხი ვაგო, სრულიად შეგნებულად ვიმოქმედე და შესაბამის პასუხისმგებლობას არ გავექევიო. თუ გამომძიებელი მკითხავს, ვნანობ თუ არა რაც ჩავიდინე, არ მოვატყუებ და ვეტყვი რომ კი, თან ორ რამეს ერთდროულად: ერთი, რომ გამექცა და კარგად ვერ მოვდე და მეორე, საერთოდ რომ მოვუქნიე ხელი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ ეგეთ ბოლომდე ჩასვრილ და ბანძ ტიპთან მქონდა საქმე, თორემ თავიდანვე ამოვაპანღურებდი და ნატკენ ხელებსაც ძალას არ დავატანდიო. აბა ვანო, გამოდი, გამოჩნდი, ალბათ ვერ იფიქრებდი ვინც ამოგცხო თავად ის თუ მოყვებოდა ამას და შენ კიდე ისეთი შეშინებული სახე გქონია, ზუსტად ხვდება ყველა, რატომ ხარ დაფეთებული და სოროში შემძვრალი. მიშას ნაფანტაზიორები იმიჯიც ჩამოგენგრა ერთ წამში. თუმცა, რომ მახსენდება შენ და შენმა სიმულიანტმა ბელადმა რა უქენით ჩვენი თაობის ბიჭებს და მათ მშობლებს, საერთოდ არ მეცოდები. ხელის მოქნევამდე რაც გითხრეს, იმედია მაგას მაინც მოყვები შენ თვითონ, ეგაა მთავარი…"- წერს აკა ჯიჯიხია.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)