|
2023-01-04 15:52:45, 1197 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს მიულოცა. ბართლომე პირველი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილესაც ულოცავს და მას სულიერ სიმტკიცეს უსურვებს. „უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო და ჩვენთა მდაბალთა თანამწირველო, თქვენსა ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედსა და სიხარულით მივუმძღვარებთ სიტყვასა ჩვენსა! სიხარულითა მოვიკითხავთ თქვენსა ფრიად საყვარელსა და განბრძნობილსა უნეტარესობასა, რაითა თანაზიარ ვიქმნეთ სიხარულითა გულისათა და დაურღვეველითა საკვრელითა გონთ აღმატებულისა მშვიდობისათა, სულიერისა და სიხარულშემოსილისა ლხინისა ამის, მადლითა ღმრთისათა, კურთხეულისა ოთხმოცდაათისა წელიწადისა შობითგან თქვენისა და ორმოცდახუთისა წელიწადისა დღიდან გამორჩევისა თქვენისა! წელი ოთხმოცდაათი ამქვეყნიურისა ცხოვრებისა თქვენისა, რომელთა ნახევარი ჰმსახურეთ, ვითარცა მწყემსმთავარმან! ვმადლობთ უფალსა, რომელმან უბოძა საჭე უწმინდესისა და ფრიად საყვარელისა ეკლესიისა საქართველოისა ხელთა თქვენთა და ვითარცა თანამოსახელემ ილია თეზბიტელისა, მიირქუთ იგი მტკიცემან და მედგარმან საჭეთმპყრობელმან ჟამსა ძნელბედობისასა, რაისთვისცა სამწყსო თქვენი უმეტესად ჰსასოებს მწყემსსა თვისსა, დაცვისათვის უქცეველად სჯულისა ქრისტესისა! ამისთვისცა წადიერნი შევიქენით გამოთქმად სიხარულისა საპატრიარქოთა და ძმურთა წერილთა ამათ მიერ, სიხარულისა ქრისტეს დიდისა ეკლესიისა და, კერძოდ, ჩვენისაცა, თქვენისა დიდებულისა იუბილისდა გამო, მოძღვნად მადლობისა გულთაგან ჩვენთა ყოველთათვის, რაიცა შესწირენით წინასწარმეტყველისებრითა მოშურნეობითა და კუალადცა შესწირავს მეუფება თქვენი, საყვარელსა, ღმრთისმოსავსა, წმინდათმოყვარესა და ღირსებაშემოსილსა ერსა ქართველთასა და რაისაცა ჭეშმარიტნი მოწამენი შევიქენით ჩვენცა, მხილველნი და მცნობელნი პატივისა, რომლითა გმოსავთ სრულიადცა მორწმუნე ერი ესე! უფალმან ღმერთმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და დიდებულისა დედისა თვისისათა და შეწევნითა ზეციურისა მფარველისა თქვენისათა მიჰმადლოს ჯანისა სიმრთელე და სულისა სიმტკიცე და სხეულისა ძალი თქვენსა პატიოსანსა უნეტარესობასა, რომელისაცა მიმგებელნი ძმურისა ამბორისა, მარადის დავიმარხავთ შინაგან ჩვენსა გულითადსა სიყვარულსა უფლისამიერსა და კრძალულებასა და პატივსა ფრიადსა!“ - აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის მისალოც წერილში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს, 4 იანვარს 90 წელი შეუსრულდა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)