06:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-04 14:21:03, 1011 ნახვა

პოლიტიკა
ფეიგინი - საქართველოში პრეზიდენტებს სევდიანი ბედი აქვთ

საქართველოში პრეზიდენტებს  სევდიანი ბედი აქვთ, - ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა.

ფეიგინი, რომელმაც მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა და 4 იანვარს გლობალური აქციაც დააანონსა, ამბობს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰგავს.

"თუ პენიტენციურ სისტემას არ აქვს შესაძლებლობა, უმკურნალოს მსჯავრდებულ ადამიანს, რომელიც საავადმყოფოშია, რატომ არ შეიძლება გაგზავნონ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გარანტიით, რომ მას განკურნების შემდეგ დააბრუნებენ. ვფიქრობ, რომ ასეთი პროცესუალური შესაძლებლობა არსებობს. ვისაც არ უნდა, იგონებს მიზეზებს და ვისაც უნდა, აკეთებს. ვითარება განსხვავებულია - ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ისინი ამბობენ, რომ ჩვეულებრივი ადამიანივით ვეპყრობითო, მაგრამ ის ხომ პრეზიდენტია - საქართველოს მესამე პრეზიდენტი. საერთოდ, სევდიანი ბედი აქვთ პრეზიდენტებს საქართველოში და რატომ უნდა გაჭიანურდეს ეს საკითხი? ყველაფერი გამოიყურება, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება სააკაშვილის მიმართ, რადგან თქვენთან არიან მისი ოპონენტები. ამბობენ, რომ შეწყალების აქტის მიღება შეუძლებელია, რადგან მიმდინარე საქმეები არსებობს. ასე, ახალი და ახალი საქმეების აღძვრაც შეიძლება. ხომ გვესმის ეს როგორც მუშაობს?" - აცხადებს მარკ ფეიგინი.

ცნობისთვის, დღეს, 4 იანვარს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს 8 ქალაქში აქციები გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics