|
2023-01-04 13:46:19, 1599 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - პენიტენციურსა და სასამართლოს ვაცნობებთ, რომ ფიზიკურად მოხდეს სააკაშვილის პროცესებზე დასწრება
წერილობით ვაცნობებთ პენიტენციურ სამსახურს, სასამართლოსა და კლინიკა "ვივა მედსაც", რომ ფიზიკურად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო პროცესებზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. გარდა ამისა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურასაც მიმართა, რათა გაააქტიურონ მუშაობა მიხეილ სააკაშვილის მოწამვლისა და წამების ფაქტთან დაკავშირებით. "მისი სურვილია და ჩვენ ამას წერილობით ვაცნობებთ პენიტენციურ სამსახურსაც, სასამართლოსაც და კლინიკა "ვივა მედსაც" ფიზიკურად მოხდეს მისი დასწრება სასამართლო პროცესებზე. დღეს მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას, გაააქტიურონ მუშაობა სააკაშვილის მოწამვლისა და წამების ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში, ვინაიდან ამის შესახებ განაცხადა ორმა დაკითხულმა ამერიკელმა ექსპერტმა. მინდა შევახსენო ექიმებს, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ვინც ამ საქმეში იღებს მონაწილეობას, წამებას, რადგან ეს ასე გაჟღერდა, არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა, მთავრობები მიდიან და მოდიან წამების მუხლი რჩება", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს 1-ელ დეკემბერს მიმართა. მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს გაიმართება.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)