01:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 09:34:48, 1706 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შსს - ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 35000-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში 700-ზე მეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დააზიანა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა United News-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დაზიანებულ ობიექტებს შორისაა გაზსადენები, ხიდები და ა.შ.

„შეჭრის დაწყებიდან 702 კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზარალდა. საუბარია გაზსადენებზე, ელექტროქვესადგურებზე, ხიდებზე და ა.შ“,- განაცხადა ენინმა.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად 35000-ზე მეტი ობიექტი განადგურდა და მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა 27 დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინას კვლავ ემუქრება სარაკეტო თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics