10:15 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 21:19:12, 1002 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - არანაირი, დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები

არანაირი, დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან სადაც გამარჯვებას დასჭირდება, - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანი წითლიძე, 12 დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ამ “ომში” გაიმარჯვო, უნდა იბრძოლო ყველაფრის ფასად დასახული მიზნის მისაღწევად მით უფრო როდესაც იცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახარ. 

მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს და იცოცხლოს.

“შიმშილობის პირველივე დღიდან - არანაირი მოლოდინი არ მქონდა რომ ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს გაითვალისწინებდა.

შოკისმომგვრელი კადრების შემდეგ რაც გაავრცელეს - ბრაზი, ბოღმა, და სიძულვილი ერთმანეთში ამერია.
პირველად ამ 10 წლის მანძილზე საკუთარი თავის შემეშინდა რადგან შურისძიებაზე ვიფიქრე.

მივხვდი რომ ძალიან ცოტა მაკლდა იმისთვის რომ ამ სიძულვილის და ანგარიშსწორების მორევში საკუთარი თავი არ დამეკარგა.

ამ დღეების განმავლობაში შევხვდი უამრავ ადამიანს ხელისუფლებიდან, ოპოზიციიდან, სამოქალაქო სექტორიდან. მადლობას მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს.

მქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ამ ომში გადარჩენა თუ გვინდა,უნდა ვიცოდეთ რომ მიუხდავად პროფესიისა, შესაძლებლობისა ყოველდღიური Freedom Fighter - ხარ სადაც საკუთარი ღირებულებების გარდა, ყველაფრის ფასად უნდა იბრძოლო საბოლოო გამარჯვებისთვის.

მე ამ უკუნეთში სადაც სინათლე არ ჩანს ვიცი რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ.

მიშა უნდა გადარჩეს და იცოცხლოს.

ბოდიში ყველას ვინც განერვიულეთ ჩემი სიჯიუტით.

მადლობა გულშემატკივრობისთვის.

არანაირი, დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან სადაც გამარჯვებას დასჭირდება.” - განაცხადა წითლიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics