|
2022-12-24 12:33:49, 1108 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგეობამ საქმიანობის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
დიდუბის რაიონის გამგებელმა, ვლადიმერ ძნელაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, დიდუბეში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. „კერძოდ, ამ მიმართულებაზე 6 559 340 ლარი იყო გათვალისწინებული. საგზაო ინფრასტრუქტურა 73 მისამართზე მოწესრიგდა, 48 557 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. სამ მისამართზე მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, ხოლო 109 სკვერში სხვადასხვა სახის სამუშაო განხორციელდა. მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიმართულებით - წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელი ექვს მისამართზე მოწესრიგდა. მათ შორის, კედიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რომლის არარსებობა ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. სპორტის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, კედიას ქუჩის N10-ში სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე მოეწყო, ხოლო 27 მისამართზე დაზიანებული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 164 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. განახლდა 64 დაზიანებული ლიფტი, შეიცვალა 31 კორპუსის სახურავი, 15 მისამართზე მოეწყო წყალსაწრეტი მილები, მიწისქვეშა კომუნიკაციები 19 მისამართზე შეიცვალა, 2 მისამართზე კი საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა. ამასთან, 2022 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამისთვის 4 008 040 ლარი იყო გათვალისწინებული. ერთჯერად ფულად დახმარებაზე 2 363 განაცხადი დაფინანსდა, მედიკამენტებით დახმარება გაეწია 3 317 მოქალაქეს, სამედიცინო მომსახურება 1 003 განმცხადებელს დაუფინანსდა. გარდა ამისა, ამ დროისთვის, ბინის ქირა 124 ოჯახს უფინანსდება. გარდა ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებისა, მიმდინარე წელს დიდუბის რაიონში ოთხი კულტურული და შვიდი სპორტული ღონისძიება ჩატარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი დედაქალაქის საკრებულოში გივი ჩხარტიშვილი, თბილისის სხვადასხვა რაიონის გამგებლები, მერიისა და საკრებულოს წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)