11:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 13:57:36, 1325 ნახვა

პოლიტიკა
ვლად გეორგე - სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, EU ვერ მოითმენს ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევას

2021 წლიდან პოლიტპატიმრად მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ევროკავშირი ვერ მოითმენს ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევას,- ამის შესახებ რუმინელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი ვლად გეორგე Twitter-ზე წერს.

ევროპარლამენტარის თქმით, თუ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ის სათანადოდ უნდა მოიქცეს.

„Breaking: მიხეილ სააკაშვილის სხეულში მერკური და დარიშხანი აღმოაჩინეს!

2021 წლიდან პოლიტპატიმრად მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ევროკავშირი ვერ მოითმენს ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევას!

თუ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ის სათანადოდ უნდა მოიქცეს“,- წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა.

პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics