11:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 23:42:17, 1082 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ის ფაქტობრივად თაღლითია

"ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ის ფაქტობრივად თაღლითია, ვინაიდან სახელმწიფოზე მიდის შეტევა და ვისაც მოწამვლის თემა გამოაქვს პოლიტიკურ ასპარეზზე, ის არის საერთაშორისო თაღლითი" - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ფონ კრამონის პოზიცია არ შეიცვლება,ვინაიდან მას აქვს პოლიტიკური ამოცანა, ისევე, როგორც ქართულ ოცნებას, მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში ვისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იქნება, დაპირისპირება კი არ მიდის არგუმენტებს შორის, არამედ დაპირისპირების მთავარი საგანი პოლიტიკური პოზიციაა.

"პოზიცია, რომელიც ვიოლა ფონ კრამონს გააჩნია, ის არ შეიცვლება, რადგან მას პოლიტიკური ამოცანა აქვს და პოლიტიკური ამოცანა გვაქვს ჩვენ. აქ შედარება ევროპარლამენტში, ვისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელია, ვისი უფრო საფუძვლიანია, ამ არგუმენტებს შორის კი არ მიდის დაპირისპირება, არამედ, დაპირისპირება მიდის პოლიტიკურ პოზიციათა შორის.

ის ამოცანა, რომ მე კრამონის მითითებებზე გადავერთო და დავივიწყო ის ადამიანები, რომლებიც სამართლიანად პრეტენზიას გამოთქვამენ იმ მმართველობასთან დაკავშირებით, იმ დაღვრილ სისხლთან დაკავშირებით, რომლებსაც არ მიაჩნიათ რომ ფონ კრამონი და ევროპარლამენტართა გარკვეული რაოდენობა მართალია, იმათ რა პასუხი გავცეთ?! " -  განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics