12:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 15:13:57, 784 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ფასი, სანდუმ თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს მიხედოს

ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კობახიძეს თქმით, მოლდოვის პრეზიდენტს თავად ჰყავს დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტები, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში "გამოგზავნის სპეცოპერაციაში" მონაწილეობდა. 

"თვითონ სანდუს ჰყავს, რომელი ნომერია არ ვიცი, მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი თუ არ ვცდები, პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ. ანალოგიური განცხადება გააკეთა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნება უნდა დართოს და  ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საზღვარგარეთ გადაიყვანოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics