12:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 13:44:48, 846 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატებს კენჭი უყარა. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ კენჭისყრაზე ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. 

სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ომბუდსმენის პოსტზე გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, მარიკა არევაძე, თინათინ ერქვანია, გიორგი მარიამიძე, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან ჩაჩავა, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ალექსანდრე კობაიძე, იაგო ხვიჩია,  სოფიო დემეტრაშვილი, ჯემალ ნათელაშვილი, ლევან კოკორაშვილი, გიორგი ცობეხია, მაკა მინდიაშვილი, ევგენია თავაძე და სერგო მახარაძე იყვნენ წარდგენილი.

ცნობისთვის, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics