12:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 18:10:58, 1014 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი - სააკაშვილის სამკრუნალოდ უცხო ქვეყანაში გადაყვანა, ციხეში ბუნტს გამოიწვევს

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მთლად ვერ ვეთანხმები, სიმართლე გითხრათ. აქ სცოდავს ქართული ოცნება, რომ რაღაც წელვა-თრევით აკეთებს, თუ რამეს აკეთებს და მაინც ჩნდება კითხვები, თორემ თუ არაფერი არ გაქვს დასამალი, პირიქით, უნდა ბრდღვნიდეს. განაცხადა  პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ავადმყოფი მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანის პრეცენდენტი ციხეში გამოიწვევს დიდ არეულობას და ბუნტს. 

" მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მთლად ვერ ვეთანხმები, სიმართლე გითხრათ. აქ სცოდავს ქართული ოცნება, რომ რაღაც წელვა-თრევით აკეთებს, თუ რამეს აკეთებს და მაინც ჩნდება კითხვები, თორემ თუ არაფერი არ გაქვს დასამალი, პირიქით, უნდა ბრდღვნიდეს, თავს კი არ უნდა იმართლებდეს ქართული ოცნება, პირიქით უნდა ამბობდეს.

იცი რა? გულახდილად ვილაპარაკოთ, თუ დაშვება მოხდება პრეცედენტის, რომ მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის გადაყვანა მოხდება უცხოეთში, ციხეებში მოხდება მაგარი ბუნტი, პირდაპირ გეუბნები. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, 4 თვე მქონდა პატიმრებთან შეხება, ისეთი ამბავი ატყდება ციხეებში, ისეთი ამბავი ატყდება..." - განაცხადა ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics