12:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 19:47:42, 1485 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა ზელენსკის განცხადებაზე - სააკაშვილი არაჟნებთან ერთად შემოიპარა და აქ რევოლუციას გვიწყობდა

ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი პატივს არ სცემს არც უკრაინის საზღვრებს, რომლის მოქალაქეც თავადაა, და არც საქართველოს საზღვრებს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, და აქ რევოლუციას გვიწყობდა, - განაცხადა  ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, სადაც ზელენსიმ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას სისასტიკე უწოდა. 

ზარქუას თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის იმ ბრალდებებზე, რომლების საერთაშორისო სასამართლომ აღიარა, და დასძინა,რომ სახელმწიფოს აქვს სასამართლო და შესაბამისი შტოები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რა და როგორ იქნება, და ეს არ არის პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი.

"ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი პატივს არ სცემს არც უკრაინის, რომლის მოქალაქეცაა თავად, საზღვრებს და არც საქართველოს საზღვრებს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, და აქ რევოლუციას გვიწყობდა.

სააკაშვილს მისჯილი აქვს იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რომლებიც საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა. დანარჩენს, რა და როგორ იქნება, სასამართლო და შესაბამისი სისტემა განსაზღვრავს. ჩვენ ასე გვაქვს მოწყობილი, ყველა შტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობა აქვს. ეს პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი არ არის." - განაცხადა ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics