14:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 09:02:53, 1384 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას - გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, ის, რაც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, შეურაცხყოფაა და "საქართველოს არ შეეფერება".

„მინდა, მივმართო საქართველოში ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ კეთილსინდისიერ ადამიანებს. ალბათ ყველამ ნახა, როგორ მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, როგორ მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. ამიტომ მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას - საჭიროა მოწყალების გამოვლენა, განსაკუთრებით წინასაშობაოდ. ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა. ეს არ შეეფერება საქართველოს. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში. სწორედ ახლა არის ამ კეთილი ნაბიჯის გადადგმის დრო“, - განაცხადა ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics