|
2022-12-19 01:47:51, 2224 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ვოქსის შენობაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძრის მასშტაბი გაიზარდა. როგორც ექსპრესნიუსის ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლის ჩაქრობა ან მინიმალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლი რესტორან „ვოქსის“ მთელ პერიმეტრს მოედო. ამასთან ცეცხლმოდებული სამშენებლო მასალები ქუჩაზე იყრება. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის ლოკალიზებას ჯერჯერობით ვერ ახრეხებენ, თუმცა მეხანძრეები უკვე იმყოფებიან შენობაში და ხანძრის ჩაქრობას რესტორან ვოქსის ქვემოთ მდებარე სართულიდან ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით "ვოქსის" შენობაში არავინ უნდა იყოს, რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. კორპუსისდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ხანძარია ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე. ცეცხლი დაახლოებით ორი საათის წინ რესტორან „ვოქსში“ გაჩნდა, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს. ამ დროისთვის ცეცხლი მთელ რესტორანს მოედო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)