|
2022-12-18 17:25:08, 1134 ნახვა
საზოგადოება
მეუფე გრიგოლი - ვგეგმავ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ
მომავალ კვირაში ვგეგმავ პატიმრების მონახულებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა. მეუფეს თქმით, ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ექსპრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ სრული მკურნალობა მიიღოს, იმისთვის, რომ დაცული იყოს, მისი, როგორც ადამიანის სიცოცხლე. "მომავალ კვირაში ვგეგმავ პატიმრების მონახულებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ. რა თქმა უნდა, კადრები ნანახი მაქვს მე, მაგრამ სრული ინფორმაცია რაც ვრცელდება ნამდვილად არ ვიცი, კადრები ხშირად, ისეთი ჯადოქრობის ქვეშ გადიან, რომ ათას რამეს გაჩვენებენ. მე, ვისურვებდი, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, რომ სრული მკურნალობა მიიღოს, იმისთვის, რომ დაცული იყოს, მისი, როგორც ადამიანის, პიროვნებისა და პატიმრის სიცოცხლე", - ამბობს მეუფე გრიგოლი. შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა. აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)