|
2022-12-16 17:36:06, 1250 ნახვა
სამართალი
საკანონმდებლო მაცნე ეროვნული უმცირესობების ენებზე კანონმდებლობის თარგმნისა და ძველი ნორმატიული აქტების გაციფრულების პროცესს განაგრძობს
საბჭოთა პერიოდის შემდგომ მიღებული კანონმდებლობის გაციფრულება კვლავ რჩება იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებად. 2022 წელს ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას შეაჯამა. მიმდინარე წელს გაციფრულდა 14 286 გვერდი იმ ნორმატიული აქტებისა, რომლებიც 1990 წლის შემდეგ არის გამოცემული/მიღებული და აქამდე მხოლოდ ბეჭდური სახით იყო ხელმისაწვდომი. ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული გაციფრულებული 650-მდე ნორმატიული აქტის საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ეტაპობრივი განთავსების პროცესი. საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე განთავსებულია აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი ათეულობით ნორმატიული აქტი. „მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონების ცოდნა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა ამ ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში შეძლონ სრულფასოვნად ორიენტაცია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. ნათარგმნ საკანონმდებლო აქტებს შორისაა საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ"; საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ"; საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"; საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ"; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა აქტუალური აქტები. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საპროცესო კოდექსების თარგმნის პროცესი.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)