|
2022-12-16 16:16:55, 1078 ნახვა
საზოგადოება
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა. ,, ნოტარიუსი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად, ეს ინსტიტუტი ასრულებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს. ის არის სწორედ სამართლებრივი ურთიერთობების და იურდიული ფაქტების დამდასტურებელი ადამიანი. ნოტარიუსთა ზღვრული ასაკი განსაზღვრული იყო 65 წლით, თუმცა მინისტრს ჰქონდა იმის უფლებამოსილება კანონმდებლობით გათვალისწინებული, რომ ეს ასაკი გაეზარდა ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციის საფუძველზე. პრაქტიკულად, ჩვენ შევიზღუდეთ ეს დისკრეციული უფლებამოსილება. გავზარდეთ ნოტარიუსების ასაკი 70 წლამდე. ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ნოტარიუსებისთვის, არამედ ზოგადად, ამ ქვეყანაში სამართლის ნორმის განჭვრეტადობის თვალსაზრისითაც", - განაცხადა მინისტრის საათის ფორმატში რატი ბრეგაძემ. გაიზარდა სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალიც. ნოტარიუსები დაინიშნენ რუხში, ხობში, ლენტეხში, ამბროლაურში, ონში, თიანეთში, დუშეთში, დედოფლისწყაროში, ახმეტასა და წყალტუბოში. ნოტარიუსთა რაოდენობა კი 310-ით განისაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)