|
2022-12-15 14:51:02, 1084 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - სიმულაციამ აჩვენა, რომ ორმაგი რეკორდსმენია - ჯერ 50 დღეზე მეტი, ახლა კი 3 საათი იშიმშილა
სიმულაციამ აჩვენა შემდეგი - ორმაგი რეკორდსმენი გახდა მიხეილ სააკაშვილი. მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით - 50 დღეზე მეტი იშიმშილა და ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით - 3 საათი იშიმშილა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, გავრცელებულმა კადრებმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების სპეცოპერაცია ჩააგდო. "პირველი იყო ის, რომ თითქოს შიმშილობდა - მაშინ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კადრების გასაჯაროვებით გამოაშკარავდა, რომ შიმშილობა ტყუილი იყო. მეორე იყო წამება, რომ თითქოს აწამებდნენ მას და ესეც გამოაშკარავდა. მესამე შემთხვევაში, მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების სპეცოპერაცია ჩავარდა, რადგან ის, რომ იგი კვდება, აღმოჩნდა ტყუილი. მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობის" მედიასაშუალებები, მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას, ამბობდნენ, რომ ეს ადამინი კვდება, მაშინ კი არ კვდებოდა, თურმე უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს აყენებდა მედპერსონალს. ეს მორიგი სპეცოპერაცია ჩავარდა და ახლა ამ ყველაფრის გადაფარვის მცდელობაა ყურადღების გადატანა ფორმალურ საკითხებზე. რაც შეეხება მის სიმულაციას, რაც ჩანს და უკვე ხელისგულზეა, სიმულაციამ აჩვენა შემდეგი - ორმაგი რეკორდსმენი გახდა მიხეილ სააკაშვილი. მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით - 50 დღეზე მეტი იშიმშილა და ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით - 3 საათი იშიმშილა", - უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა. აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)