|
2022-12-14 16:26:08, 820 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - თუ არ გაქვს რაღაც დასამალი, ნებისმიერ დაინტერესებულს მიეცი საშუალება, ნახოს როგორ მდგომარეობაშია სააკაშვილი
თუ არ გაქვს რაღაც დასამალი, მაშინ გახსენი ეს პროცესი და ნებისმიერ დაინტერესებულს მიეცი საშუალება, რომ მართლა ვნახოთ, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა ეჭვი გაქარწყლდეს. "მიეცი ეს საშუალება ყველას და ყველანაირი ეჭვი, რომ სააკაშვილს წამლავენ და ა.შ. უნდა გაქარწყლდეს, თუ მართლა არ წამლავენ და მართლა არ უნდათ, რომ შეგნებულად სიკვდილამდე მიიყვანონ... ადრე რომ დილეგში ჩააგდებდნენ ადამიანს და მომკითხველი არ ჰყავდა, ასეთ ეპოქაში - ფეოდალურ ხანაში ხომ არ ვცხოვრობთ? ეჭვები ჩნდება იქ, სადაც რაღაც არის დამალული და სადაც არის რაღაც დაფარული... დღეს რომ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე უი, ლეპტოპი არ ჰქონიათ, უი, ტექნიკურად ვერ ჩართეს - რას ჰქვია, ტექნიკურად ვერ ჩართეს?! ეს არის თავის აგდება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" მას დასწრების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა არ უზრუნველყო.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)