|
2022-12-14 14:57:05, 1021 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს დაუკანონდა
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ გადასცეს. „გვქონდა შესაძლებლობა, ნაძალადევის რაიონში 66 ოჯახისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაგვეცა. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ამ საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ასეთ ოჯახებს არსებული სივრცეების დაკანონებაში ეხმარება. ეს არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართები. დღეის მდგომარეობით, 3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა გადაცემული კერძო საკუთრებაში. მინდა, მივულოცო ყველა ასეთ ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებს მოუწოდა, ადგილობრივ გამგეობებს მიმართონ, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე, საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)