|
2022-12-13 19:48:18, 1311 ნახვა
მსოფლიო
ახალ ზელანდიაში მიღებულია კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს სიგარეტს მომავალი თაობებისთვის
ახალი ზელანდია მომავალი წლიდან ეტაპობრივად აკრძალავს თამბაქოს მოხმარებას. სამშაბათს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა მიხედვით, 2008 წლის შემდეგ დაბადებული ნებისმიერი ადამიანი ვერასოდეს შეძლებს სიგარეტის ან თამბაქოს ნაწარმის ყიდვას. ეს ნიშნავს, რომ თამბაქოს ყიდვის უნარის მქონე ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად შემცირდება. მაგალითად, 2050 წლისთვის 40 წლის ახალგაზრდები ვერ შეძლებენ სიგარეტის შეძენას. „ათასობით ადამიანი იცხოვრებს უფრო დიდხანს, ჯანსაღად და ჯანდაცვის სისტემა იქნება უკეთეს მდგომარეობაში, რომ არ დასჭირდეს მოწევით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა“, - თქვა დოქტორმა ვერალმა. ცნობისთვის,ახალ ზელანდიაში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა,მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით,მოზარდების მხოლოდ 8% მოიხმარს თამბაქოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)