17:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 17:00:59, 1536 ნახვა

პოლიტიკა
ილვესი ვიქტორ ჯაფარიძეზე - მაინტერესებს, ამ კაცს ევროკავშირის ოფიციალური პირები და ელჩები ხვდებიან?

მაინტერესებს ხვდებიან თუ არა ევროკავშირის ოფიციალური პირები და წევრი ქვეყნების ელჩები ამ კაცს?,- ასე ეხმიანება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებას.

"მაინტერესებს ხვდებიან თუ არა ევროკავშირის ოფიციალური პირები და წევრი ქვეყნების ელჩები  ამ კაცს? ნამდვილ ევროპელს ჰგავს",- წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა და POSTV-ის მფლობელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც პარლამენტის დარბაზში პაატა მანჯგალაძეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეკამათებოდა, თქვა:

"მიშას თავისუფლება, როგორ უნდა მოითხოვოთ? ვინ კლავს? მოიხედე, მოიხედე - სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არის? ვინ მოწამლა? გაჩერდი ერთი... მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე რა... ვისაც გინდა, იმას ვეტყვი".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics