15:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 23:02:37, 2569 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა

ავღანეთის თალიბანის ძალებმა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს პაკისტანში და დაჭრეს სულ მცირე 17 სხვა სასაზღვრო ქალაქზე კვირას განხორციელებული „არაპროვოცირებული“ დაბომბვისა და სროლის შედეგად.

ეს ხდება მეზობელ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაძაბულობის ზრდის ფონზე, მას შემდეგ რაც თალიბებმა ავღანეთში კონტროლი აღადგინეს გასულ წელს.

ავღანეთის უსაფრთხოების წყაროები,აცხადებენ, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პაკისტანმა ავღანეთის სასაზღვრო ძალებს მოსთხოვა, შეეწყვიტათ საგუშაგოს აშენება საზღვრის მხარეს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა თქვა, რომ ავღანეთის ქმედება დასაგმობია.

შეგახსენებთ, 2017 წლიდან პაკისტანი აშენებს მასიურ ღობეს საზღვრის გასწვრივ - რასაც აპროტესტებდნენ,როგორც თალიბანები,რომლებმაც ხელისუფლება გასულ წელს აიღეს,ასევე ავღანეთის წინა მთავრობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics