15:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 17:25:18, 1451 ნახვა

მსოფლიო
2012 წლის შემდეგ პირველად, პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას არ ჩაატარებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლის დასკვნით პრესკონფერენციას არ გამართავს,- ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

პესკოვმა მიზეზად რუსეთის პრეზიდენტის პრესასთან "რეგულარული საუბარი" დაასახელა, მათ შორის უცხოურ ვიზიტებზეც.

"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი პრესკონფერენცია წელს არ იგეგმება",- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ნოემბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრესკონფერენცია არ იგეგმებოდა, მიზეზად კი "ფრონტზე არსებული ვითარება" სახელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტის დასკვნითი პრესკონფერენცია ყოველ წელს იმართებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics