18:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 17:13:10, 2391 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთმა ეს ომი უკვე წააგო

რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი - მობილიზაცია მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც უკრაინა გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ოფიციალურად დაფიქსირდება რუსეთის ფედერაციის მარცხი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ განმეორდეს რუსული აგრესია.

"რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი - მობილიზაცია მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას. მას შემდეგ, რაც უკრაინა გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ოფიციალურად დაფიქსირდება რუსეთის ფედერაციის მარცხი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ განმეორდეს რუსული აგრესია. ეს მარტივია: სპეციალური ტრიბუნალი, სასჯელი ომის ავტორებისთვის და უკრაინის მიღება NATO-ში“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის გამოც ასიათასობით კაცმა ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, შოიგუს სამინისტრომ მინიმუმ 492 000 მობილიზებული შეაგროვა. 

ამასთან, როგორც ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში (ISW) აცხადებენ, ვლადიმერ პუტინის რეჟიმი რუსებს, სავარაუდოდ, მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებისთვის ამზადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics