|
2022-12-09 16:18:31, 1331 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი რუსეთის უშიშროების წარმომადგენლებსა და სამხედროებს სანქციებს უწესებს
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებსა და სამხედროებს, უკრაინელების წამებისა და უკრაინაში ომის გამო, სანქციები დაუწესა. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის 534-ე განყოფილების გამომძიებელი ვალენტინ ოპარინი და როსტოვის ოლქის პროკურორი ოლეგ ტკაჩენკო, რომელმაც მტკიცებულებების მოსაპოვებლად წამების მეთოდი გამოიყენა. შემაკავებელი ღონისძიებები ასევე მიღებულია ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლის, ანდრეი ტიშენინისა და ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე უფროსი დეტექტივის, არტურ შამბაზოვის წინააღმდეგ. მათ 2015 წელს უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო აწამეს. სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის არმიის პოლკოვნიკ რამილ იბატულინს, რომელიც 90-ე პანცერის დივიზიის მეთაური იყო. ეს სატანკო დივიზია უკრაინაში რუსეთის უკანონო სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან ფრონტის ხაზზე იყო. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში, ბრიტანეთის სანქციების ქვეშ უკვე 1 200-ზე მეტი ადამიანი მოექცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)