13:33 - 18 May, 2026
|
2022-12-09 13:23:54, 2435 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა გადადო - პროცესი 14 დეკემბერს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა გადაიდო. როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, პროცესი ოთხშაბათს, 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება. "ჩვენ დავიწყოთ დილით, 11 საათზე, არსებული პრაქტიკით საპატიმრო საქმეებს ამ საათზე ვნიშნავთ, რომ რაიმე შეფერხება არ გვქონდეს. 14 დეკემბერი 11 საათზე გაიმართება შემდეგი, დღევანდელი სხდომა",- განუცხადა ექსპრეზიდენტის ადვოკატს მოსამართლემ. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)