17:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 10:54:52, 1247 ნახვა

მსოფლიო
პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს - პედრო კასტილო დინა ბოლუარტემ შეცვალა

პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. BBC-ის ცნობით, დინა ბოლუარტე ქვეყნის პირველი პირი ხდება მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი პედრო კასტილო დააკავეს.

ბოლუარტემ, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ქვეყნის დედაქალაქ ლიმაში გამართულ ცერემონიაზე ფიცი უკვე დადო.

”რასაც მე ვითხოვ, არის სივრცე და დრო ქვეყნის გადასარჩენად”, - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ პედრო კასტილოს, როგორც BBC წერს, მოვლენების დრამატული ჯაჭვი დაიწყო ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, როდესაც კასტილომ სატელევიზიო მიმართვისას, პერუში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ოპოზიციური უმრავლესობით წარმოდგენილი პარლამენტის დაშლა და კონგრესის „განსაკუთრებული საგანგებო მთავრობით“ ჩანაცვლება სცადა.

პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა - რამდენიმე მინისტრი პროტესტის ნიშნად გადადგა. საგანგებო სესიაზე შეკრებილმა დეპუტატებმა კი, პედრო კასტილო იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა და დააპატიმრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics