|
2022-12-07 20:29:29, 2914 ნახვა
სპეციალური ანონსი
სამი პარტია - გავმართავთ შეხვედრას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მიხეილ სააკაშვილის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად
სამი ოპოზიციური პარტია - "გირჩი-მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "დროა" მიხეილ სააკაშვილის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს,სადაც ნათქვამია,რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სცდება რომელიმე ცალკეული პარტიის შიდა დღის წესრიგს,შესაბამისად სამი პარტიის ლიდერები 8 დეკემბერს შეხვედრას გამართავენ მიხეილ სააკაშვილის გარშემო საერთო გეგმის განსახილველად. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის ინფორმაციით, ვითარება სწრაფად მძიმდება. სააკაშვილს აღენიშნება კახექსია, კუნთების განლევა, ცხელება და სხვა მრავალი მძიმე სიმპტომი. მიუხედავად რამდენიმე თვიანი გამოკვლევებისა და საუკეთესო სამედიცინო პერსონალის აქტიური ჩართულობისა, საქართველოში ვერ მოხერხდა ამ სიმპტომების გამომწვევი დაავადების იდენტიფიცირება და დიაგნოზის დასმა. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, მესამე პრეზიდენტის არსებული მდგომარეობა ითვალისწინებს პირის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ამერიკელი ექსპერტის, დევიდ სმიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებითა და დარიშხანით მოწამვლის კვალი. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლება და მკურნალობის კურსის საზღვარგარეთ ჩატარებაა. ამგვარი გადაწყვეტილების დაყოვნებამ შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გამოიწვიოს ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი, ან სიცოცხლის მოსპობა. ამ პრობლემის მოგვარება სცდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიდა დღის წესრიგს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ერთიანობისა და სტაბილურობის, საქართველოს ევროპული მომავლის საკითხს და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი. 8 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“, ლიდერები გავმართავთ შეხვედრას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად." - ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)