|
2022-12-02 21:45:37, 1288 ნახვა
სამართალი
რაჭაში ნაპოვნი მოკლულ და თათებდაჭრილ დათვის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში ნაპოვნ მოკლულ, თათებდაჭრილ დათვთან დაკავშირებით გამოძიება დაიწო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს. რაჭაში, სოფელ უწერის ტყეში მოკლული კავკასიური მურა დათვი მოლაშქრე ნიკა გუგეშაშვილმა 1 დეკემბერს აღმოაჩინა. დათვი ჯერ ხაფანგშია გაბმული, მერე კი ორივე წინა ფეხზე ბრჭყალები სავარაუდოდ დაჭრილი აქვს. დათვის ბრჭყალებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ. როგორც ნიკამ „მთის ამბებს" უთხრა, დათვი ახალი მოკლული უნდა იყოს. მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაში შედის. წითელი ნუსხის სახეობის მოკვლა აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულია. ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ფოტოები ნიკა გუგეშაშვილის მიერ არის გადაღებული, უწერის ტყეში, სადაც ის უცხოელ ტურისტთან ერთად სალაშქროდ იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)