13:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 14:39:09, 2048 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთმა უკვე დახარჯა რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში ტაქტიკური სამიზნეების წინააღმდეგ

რუსეთის ფედერაციის კონცეფცია ითვალისწინებს რაკეტების გამოყენებას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად და არა მისი შეიარაღებული ძალების დასასუსტებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიმოხილვის თანახმად,მიმდინარე წლის ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციამ საკრუიზო რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში უკრაინის სადისტრიბუციო ქსელზე,რომელიც რუსეთისთვის არ აღმოჩნდა ეფექტური.

„ეს, ალბათ, პირველი მაგალითია რუსეთის ფედერაციის მიერ კრიტიკული მიზნების განადგურების სტრატეგიული ოპერაციის კონცეფციის განხორციელების მცდელობისა, რაც მის მიერ ბოლო წლებში მიღებული სამხედრო დოქტრინის ძირითადი კომპონენტია,რუსეთის სტრატეგიის ეფექტურობა, სავარაუდოდ, შემცირდა, რადგან რუსეთმა უკვე დახარჯა თავისი გამოსაყენებელი რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში ტაქტიკური სამიზნეების წინააღმდეგ.", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics