05:10 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 15:49:00, 999 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ისრაელში ავიაკომპანიებისა და ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში ავიაკომპანიებისა და ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების პოტენციალი გააცნო.

ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დინამიკის შესაძლებლობებსა და მგზავრთნაკადის გაზრდის პერსპექტივებზე ისრაელელ ბიზნესსექტორს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესაუბრა. ისრაელი რიგით მეორე, ქვეყანაა, სადაც ჯამური მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში ყველაზე დიდია. 

,,ისრაელი და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თურქეთის შემდეგ, ისრაელი მეორე ქვეყანაა, სადაც ორ ქვეყანას შორის საშუალოდ წლიურად ჯამური მგზავრთნაკადი 400 ათასს აჭარბებს. პრეზენტაციისას მიმოვიხილეთ საქართველოს საავიაციო ბაზარი. ვრცლად ვისაუბრეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, იმ სპეციალურ ფასდაკლების პაკეტებზე, რასაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ. ჩვენი პროგნოზით, ქუთაისი თელ-ავივისა და ქუთაისი- რამონის მიმართულებით ფრენების დაწყების შემთხვევაში, მგზავრთნაკადით საკმაოდ დიდი იქნება,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა. 

ისრაელში პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული.  ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს  საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics