|
2022-11-29 09:25:25, 2741 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 3 დეკემბერს, 15:00 საათზე „ოცნების“ ოფისთან სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას მოვითხოვთ
3 დეკემბერს, 15:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დააანონსა. ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იწყებს საარჩევნო კამპანიას რეგიონებში, რათა მოაბილიზოს "გენერალური ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ". "არც ერთი დღე აღარ გვაქვს გადასადები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. სწორედ ამიტომ, მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან, იქ სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მთავარი რამ - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. გავდივარ ასევე რეგიონებში,არა მხოლოდ შაბათის დღისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე ექსპრეზიდენტის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)