02:12 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 18:37:14, 1005 ნახვა

პოლიტიკა
ალიევი - ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით 7 დეკემბრის შეხვედრა არ შედგება

საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში, ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, ამიტომ ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით 7 დეკემბრის შეხვედრა არ შედგება. - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც მას არ ჩაუდენია.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაგებია, რომ საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში. ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს და არც რუსეთს არასდროს ოფიციალურ დონეზე არ დაუკავებიათ ვინმეს მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება. ჩვენ განვიხილავთ სხვა ალტერნატივებს. ვნახოთ, ვინ შეასრულებს შუამავლის როლს და რომელ პლატფორმაზე“. - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics