19:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 09:48:06, 1302 ნახვა

მსოფლიო
რაფაელ გროსი - უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად იღბლის იმედად ყოფნა არ შეიძლება

ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად იღბლის იმედად ყოფნა არ შეიძლება,- ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.

მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა აუცილებელია და ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.

„ეს არის აქტიური საბრძოლო ზონა, ამიტომ შეთანხმებული პარამეტრების მიღწევა არც ისე ადვილია”,- განაცხადა გროსიმ.

მისივე თქმით, მან შეხვედრები გამართა როგორც თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან.

„ორივესთან მაქვს კონსულტაციები. არ დავეთანხმები შეფასებას, რომ პროგრესს არ ვაღწევთ, ვფიქრობ, გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ძალიან რთულია. ეს არის ომი. ეს არის ნამდვილი ომი და დაცვის ზონა, რომელსაც მე ვთავაზობ, არის ზუსტად ფრონტის ხაზზე. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად იღბლის იმედად ყოფნის გაგრძელება არ შეიძლება”,- დასძინა გროსიმ.

შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს.

რუსები და უკრაინელები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ამასთან, გუშინ  კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით,  ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქის თავზე 31 რაკეტა გაისროლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics