04:52 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-19 14:45:17, 888 ნახვა

პოლიტიკა
მორავიეცკი - პოლონეთის ომში ჩართვის ერთადერთი გზა არსებობს - ზურგი აქციო უკრაინას

პოლონეთის სოფლებში ჩამოვარდნილი რაკეტები იმის მტკიცებულებაა, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს მეტ მხარდაჭერას, ომი პოლონეთის ტერიტორიაზეც გავრცელდება. - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთის ომში ჩართვის ერთადერთი გზა არსებობს - ეს არის ზურგი აქციო უკრაინას

"ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ინციდენტის ზუსტი გარემოება ან მიზეზი, მაგრამ ჩვენ ვიცით მომხდარის გამომწვევი ძირეული მიზეზი - ეს არის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ,პოლონეთის ომში ჩართვის ერთადერთი გზა არსებობს - ეს არის ზურგი აქციო უკრაინას, თუ უკრაინა ასეთ დამოკიდებულებაში მოხვდება, ჩვენ არაფერი დაგვჭირდება ომის პროვოცირებისთვის - ის ჩვენთან თავისით მოვა. პუტინი არ გაჩერდება, კრემლი უფრო შორს წავა, პასიურად ყოფნა ჩვენთვის სუიციდს ნიშნავს". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics