|
2022-11-17 17:37:44, 1244 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებები სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისათვის
ზამთრისთვის მოსამზადებელი პერიოდი შემოდგომის ბოლოს განსაკუთრებით აქტიური ხდება. ცივი დღეები სულ უფრო ახლოვდება და უსიამოვნებების ასარიდებლად თქვენი ავტომობილი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. ტემპერატურის ცვლილება სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების სხვადასხვა დეტალზე აისახება, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა. სპეციალური ფასები საბურავებზე მსუბუქი ავტომობილისგან და მიკროავტობუსისგან განსხვავებით, სატვირთო ავტომობილს არ გააჩნია სეზონური საბურავები, რაც ავტომატურად ზრდის ამ პროდუქტის მაღალი ხარისხის აუცილებლობას - ამ შემთხვევაში აქცენტი მის გამძლეობაზე უნდა გაკეთდეს. „თეგეტა მოტორსში“ ნოემბერში სატვირთო ავტომობილების საბურავების შერჩეულ ბრენდებზე სპეციალური ფასები მოქმედებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. 25%-იანი ფასდაკლება რადიატორებზე საბურავებთან ერთად, ასევე ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს სატვირთო ავტომობილების გაგრილების სისტემა და განსაკუთრებით რადიატორის მდგომარეობა. ზამთრის დადგომამდე რეკომენდებულია მისი შემოწმება, ხოლო დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მისი შეცვლა. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ნოემბერში NRF-ის რადიატორებზე 25%-იან ფასდაკლება დაგხვდებათ. აქცია ვრცელდება როგორც სატვირთო ავტომობილებზე, ისე მიკროავტობუსებზე. 25%-იან ფასდაკლება ზეთებზე ხარისხიანი ზეთი ერთ-ერთი მთავარი პირობაა ავტომობილის გამართულობისთვის. სატვირთო ავტომობილების ზეთები განსხვავდება დანამატების შემადგენლობით, რაც განპირობებულია ძრავის, მუშაობის პირობების განსხვავებულობით. ნოემბერში „თეგეტა მოტორსი“ პრემიუმ ბრენდის Motul-ის ზეთებზე 25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. აქციით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სატვირთო ავტომობილის, ისე მიკროავტობუსის მფლობელებს. ფასდაკლება აკუმულატორებზე მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ძაბვას, საწყის დენს, სიმძლავრეს და ასევე აკუმულატორის რესურსს. შემოდგომის ბოლო თვეს „თეგეტა მოტორსმა“ ამ მხრივაც საინტერესო აქცია შემოგვთავაზა - სატვირთოებისთვის 20%-იანი ფასდაკლება AUTO POWER-ის ბრენდის აკუმულატორებზე, ხოლო მიკროავტობუსებისთვის 20%-იანი ფასდაკლება ყველა ბრენდის აკუმულატორზე. უფასო სერვისები „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებების პერიოდში შერჩეულ ფილიალებში უფასო სერვისების აქციაც იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც უფასოდ შეძლებთ ფილტრებისა და ხუნდების შეცვლას, ასევე სავალი ნაწილის შემოწმებას. სერვისებით სარგებლობისას „თეგეტა მოტორსში“ თქვენს ავტომობილებზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ. შეთავაზებებით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში ნოემბრის ბოლომდეა შესაძლებელი.
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)