|
2022-11-17 14:33:41, 696 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - ჩვენ ვიღებთ სენატორებისგან უმძიმეს და სამართლიან კრიტიკას
შეუძლებელია, მშვიდად შეხვდე იმ განცხადებებს, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ სენატიდან. ჩვენ ვიღებთ უმძიმეს და სამართლიან კრიტიკას ყველა იმ სფეროსთან დაკავშირებით, რასაც ვუყურებთ, - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოსთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას. ხოშტარიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ძალიან ბევრი შესაძლებლობა უკვე დააკარგვინა. "ქართულმა ოცნებამ" უღალატა საქართველოს ინტერესებს და უკვე დაგვაკარგვინა ძალიან ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ ამ ყველაფერში არის ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ მთავრობასა და საქართველოს ხალხს ისინი სხვადასხვანაირად უყურებენ და ელოდებიან მოქმედებას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველთან" საუბრისას. ცნობისთვის, სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს დაფინანსებასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. "რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე ერთის მხრივ ვამტკიცებ, რომ შესაძლოა, ეს დახმარება საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ და ამ ქცევაზე იყოს მიბმული, დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამიმტკიცეს, რომ ამის გაკეთება, შესაძლოა, კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, მგონი უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით", - განაცხადა სენატორმა. ამავე სხდომაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა თქვა, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადება და ქცევა ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს არ გამოხატავს. "ვფიქრობ, პოლიტიკის შეფასება ყოველთვის კარგია. ასე რომ, ღია ვართ თქვენთან დეტალური საუბრის გასამართად. თქვენც იცით მიზეზები, თუ რატომ გვსურს ამ კურსის შენარჩუნება. ჩვენ გამოვთქვით ძლიერი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებისა და ქცევის შესახებ, რასაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან ვხედავთ. როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ხალხის უმრავლესობას წარმოაჩენს", - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)