|
2022-11-16 10:33:06, 798 ნახვა
საზოგადოება
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართული ღვინის ფორუმი" იმართება
კალიფორნიის შტატის ქალაქებში დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის რიგით მეხუთე ფორუმი ტარდება. ფორუმის ორგანიზატორია საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭო, მხარდამჭერები - ღვინის ეროვნული სააგენტო და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო. ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავს „საფერავის ფესტივალს", ქართული ღვინის დეგუსტაციას და სამეცნიერო კონფერენციას. წარმომადგენლობით კონფერენციაში, რომელიც ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში იმართება, მონაწილეობას მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ. მიმდინარე წელს, კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქართული ღვინო გლობალურ ეკონომიკურ და საბაზრო კონტექსტში, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინკული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის ინდუსტრიის მოკლე მიმოხილვა, ქართული ველური და კულტურული ჯიშების მახასიათებლები და სხვა. ქართული ღვინის ფორუმს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება. „საქართველოს მეღვინეობასთან არამხოლოდ 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ღვინოები. ხუთი წლის წინ, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დღეს ქართული ღვინო განვითარებული, თანამედროვე ინდუსტრიაა. წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობა, საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია და ღვინის ხარისხი. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ და მზარდ ბაზარს წარმოადგენს, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები კი, ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. „ქართული ღვინის ფორუმი" აშშ-ში უკვე მეხუთედ იმართება. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, 2019 წელს კი, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა; 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა, ხოლო გასულ წელს, ქალაქ ბოსტონში, დეგუსტაცია-სემინარი „Amber Wine Festival in Boston", ხოლო ქალაქ ფილადელფიაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, სარესტორნო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა. ფორუმის დასკვნითი ღონისძიებას წარმოადგენდა კონფერენცია, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)