09:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 10:23:43, 957 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - უკრაინაში მარცხის შემდეგ, რუსეთი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ღირსებას საქართველოში დაიბრუნებს


უკრაინაში მარცხის შემდეგ, რუსეთი არ უნდა ფიქრობდეს, რომ საქართველოში შეძლებს დაიბრუნოს ღირსება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტისას, ადგილობრივ მედიასთან განაცხადა. 

როგორც ზურაბიშვილმა Radio France-თან ინტერვიუში დასძინა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამა არ გაავლოს ახალი ხაზები უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის. 

"უკრაინაში მარცხის შემდეგ, რუსეთი არ უნდა ფიქრობდეს, რომ საქართველოში შეძლებს დაიბრუნოს ღირსება. ევროპული სოლიდარობა, რომელსაც ახლა უკრაინა იღებს, საქართველოზეც უნდა გავრცელდეს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამა არ გაავლოს ახალი ხაზები უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის. საქართველოში, რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, 700 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, აქედან დაახლოებით 100 ათასი კი დარჩა. ცხადია, მათ არ სურთ მობილიზაცია და მეომარი პუტინის ბედის გაზიარება",- განაცხადა ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics