11:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 11:49:38, 961 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ენმ-ზე - ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს ქვეყანაში და მიიღეს პარტიაში

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის თავს დააწია ის, რაც უნდოდა ქვეყნისთვის დაეწია. ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს ქვეყანაში და მიიღეს რიგგარეშე არჩევნები პარტიაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც სამხრეთ კორეაში ვიზიტით მყოფმა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პრობლემა არა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობა, არამედ ღირებულებების არქონაა.

"ვნახოთ, პარტიის შიგნით ეს მათი გასარკვევი საკითხია, ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, მაგრამ საერთო ჯამში, არ ცვლის არაფერს. პრობლემა არა "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობა, არამედ ის ღირებულებებია, რაზეც ის დგას, უფრო სწორედ, ღირებულებების არარსებობა ამ პარტიაში. პარტია, რომელიც არის საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამომყალიბებელი და რომელიც ოპოზიციიდანაც ზუსტად იგივე მისწრაფებებით მოქმედებს. სანამ ეს პარტია არ შეიცვლის ამ მიდგომებს, ამ პრინციპებს, სანამ ეს პარტია არ აღიარებს დემოკრატიას, მანამ "ნაციონალურ მოძრაობას" მომავალი არ აქვს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ამის საპასუხოდ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ პარტიის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics