21:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 10:04:17, 1858 ნახვა

ომი უკრაინაში
გენშტაბი - ბოლო 24 საათში, რუსებმა უკრაინაში 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის ქვეშ 30-ზე მეტი დასახლება მოექცა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა განახორციელა 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა, განხორციელდა 35-ზე მეტი დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, სუმის და ხერსონის რეგიონების 30-ზე მეტი დასახლება", -  ნათქვამია ანგარიშში.

იმავდროულად, ვითარება ვოლინისა და პოლესის მიმართულებით უცვლელი რჩება. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბელარუსი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ აგრძელებს.

"მიმდინარეობს რუსულ-ბელარუსული ჯარების ერთობლივი ჯგუფის ფორმირება. ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან მტრის დარტყმის საფრთხე ისევ რჩება", - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics