16:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 12:31:01, 617 ნახვა

საზოგადოება
შს სამინისტროს თანამშრომლებმა საერთაშორისო სწავლება - ETERNITY 2022-ში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში - ETERNITY 2022, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების მიზანი იყო საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებებისა და შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს კურსის როგორც კომპიუტერულ, ასევე, საველე კომპონენტში, სადაც ჩართული იყვნენ ამავე დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.

ღონისძიებაში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები.

სწავლების სცენარი ემყარებოდა სამშვიდობო ოპერაციას, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაცვას ასახავდა.

ღონისძიება წარმატებით ჩატარდა და დადებითად შეფასდა მონაწილე მხარეების მიერ.

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სწავლება სამივე ქვეყანაში რიგ-რიგობით, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics