16:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 14:44:27, 842 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ შემუშავებასთან დაკავშირებული პირველი შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების მიზანია დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და მართვის შესაბამისი მიდგომების განსაზღვრა. მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა.

თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, ყურადღება მენეჯმენტის გეგმის მომზადების პრინციპებსა და ეტაპებზე გამახვილდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკითხებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს მენეჯმენტის გეგმაში და რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიის მდგრად მართვას, მათ შორისაა: დაცული ტერიტორიების დაცვა-პატრულირება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ეკოტურიზმის განვითარება, ხანძრების, მავნებელ დაავადებათა მართვა, გარემოსდაცვითი განათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადმინისტრაციის თანამშრომელთა ცოდნისა და უნარების გაძლიერება. 

დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების  და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული - დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ - დებულების შესაბამისად მიმდინარეობს.

თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის GRF პროგრამის ფარგლებში. 

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics